Home
Category
TV Live Menu

პაპაშვილი: არ მინდა კონკრეტული დარგები დავასახელო, თუმცა ძალიან გამსხვილებულია კომპანიები

58ad7a70db5ce
BM.GE
22.02.17 15:46
1029
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტებზე საუბრობს, - როგორც ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა მსგავსი სფეროებია ჯანდაცვა, სატელეკომუნიკაციო სფერო და სხვა.

"კონკურენციის ნაწილში არის საკითხები, სადაც არ მინდა კონკრეტული დარგები დავასახელო, თუმცა ძალიან არის გამსხვილებული კომპანიები.

კონკურენციის სააგენტოს და მთელი ქვეყნის, ბიზნეს საზოგადოების, საფიქრალია რომ არ მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა, ეს უნდა იყოს დასავლური ევროპული მიდგომით.
ახალი მთავრობისთვის ძალიან ძნელად ასაწევი თემა იქნება, თუ სადაა გამსხვილებული ბიზნესი, არის ძლაინ რთული ამის განსაზღვრა და ყველანი უნდა დავეხმაროთ ამაში, ბიზნესიც, ფულს დავხარჯავათ ამაში, დავიხმართ ჩვენს იურისტებს. ძალიან სახიფათო თეამაა, ეს ზღვარი სად დავიჭიროთ რომ არ შევიწროვდეს ბიზნესი.

ჩვენი მთავარი მოტაივაცია მომავალი ათწლეულების განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა", - განაცხადა პაპაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day