Home
Category
TV Live Menu

პაპაშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრაზე: "სახელმწიფოსაც ხომ თავისი ხარჯები აქვს"

587e1f7549f42
თელარა გელანტია
17.01.17 17:40
867
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ავანსის დღგ-ით დაბეგვრა „ბიზნესისთვის ასატანი გადასახადია".  როგორც პაპაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს“ ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ამოქმედების შეფასებისას განუცხადა, „სახელმწიფოსაც თავისი ხარჯები აქვს".

"ბიზნესი ყოველთვის ითხოვს მეტს, მაგრამ აქ იბეგრება ის თანხა, რასაც მივიღებთ და ბიზნესს ფულის სახლიდან მოტანა არ უწევს. გასაგებია, რომ ბიზნესს ურჩევნია ბოლოს გადაიხადოს, მაგრამ სახელმწიფოსაც ხომ თავისი ხარჯები აქვს. კარგი იქნებოდა, ქვეყანას იმის შესძლებლობა ჰქონდეს, რომ ასე არ დაბეგრილიყო, მაგრამ ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს; დაახლოებით, 800 მლნ-მდე დაკარგა ბიუჯეტმა მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედების შედეგად და სხვანაირად ვერ შეძლებდა. ეს ბიზნესისთვის ასატანი გადასახადია", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც ავანსის გადახდის მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრას ითვალისწინებს, ბიზნესისთვის წლის დამთავრებამდე მხოლოდ 2-3 კვირით ადრე გახდა ცნობილი და ბევრმა მათგანმა ინფორმაცია მედიით შეიტყო.

ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ბიზნეს ასოციაიციის ფორმატში, თუმცა ბიზნესის მოთხოვნა, რომ ახალ კანონმდებლობაზე გადასაწყობად მათთვის დრო მიეცათ, უწყებამ არ გაითვალისწინა.

როგორც ბიზნეს ასოცაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტა, ბიზნესს როგორც ორგანიზაციულად, ისე ტექნიკურად ახალ კანონმდებლობაზე გადაწყობა მოუწევს, რასაც გამართულად ამუშავებისთვის მინუმუმ რამდნიმე თვე სჭირდება.

ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დამატებითი დასაბეგრი ობიექტის შემოღება ფისკალური ეფექტის მიღების მიზანს ემსახურება და ეს ცვლილებები ბიზნესზე დადებითად არ აისახება.

Subscribe to our news

Get the main news of the day