Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარაპლანისტების ოპერირებისთვის ახალი წესები - რა იცვლება?

BM.GE
08.05.23 18:31
63
თითქმის 1 წლიანი ლოდინის შემდეგ პარაპლანისტების ოპერირებისთვის მთავრობამ ახალი წესები გაწერა. წესები მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ახალმა წესმა რამდენიმე საკითხი უნდა მოაწესრიგოს. კომერციული ფრენებისთვის განისაზღვრება სპეციალური ადგილები, რომელიც შეთანხმებული იქნება ავიაციის სააგენტოსთან, გაკონტროლდება პილოტების კვალიფიკაცია და საფრენი აღჭურვილობის გამართულობა. „წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდ. მეწარმე, ვერცერთი იურიდიული პირი ვერ შეძლებს ფრენას, თუ თვითონ პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა" - განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურისა და სპორტის მინისტრმა. ირკვევა, რომ გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია „პარაგლაიდინგის" ფედერაცია ხდება.