Home
Category
TV Live Menu

Park in by Radisson-ის მშენებლობა მხარეებს შორის დოკუმენტაციის მომზადების გამო ჭიანურდება

58b908218471d
სალომე მეცხვარიშვილი
03.03.17 10:05
937
სასტუმრო "თორის" ნაცვლად Park in by Radisson-ის მშენებლობა მხარეებს შორის დოკუმენტაციის მომზადების გამო ჭიანურდება. როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანია "ბლოკ ინვესტის" ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, პროექტი საპარტნიორო ფონდთან ერთად მიმდინარეობს და მისი დაწყების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზი სწორედ უწყების წესდება გახდა.

"საპარტნიორო ფონდსა და კომერციულ ბანკებს შორის იყო რაღაც კაზუსი, რომელიც საპარლამენტო დონეზე იყო გადასაწყვეტი, საქმე ეხებოდა საპარტნიორო ფონდის წესდებას, რაც კომერციულ ბანკებს არ აწყობდათ და არ გვაწყობდა არც ჩვენ. ამ კაზუსის მოგვარებას სჭირდებოდა დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც გაიწელა პროცესი",- აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე განმარტებით, მხარეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება უკვე სრულდება და მარტში სასტუმროს დემონტაჟი დაიწყება, რასაც დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.
თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, რომ დემონტაჟის შემდეგ პროექტის განხორციელებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება და სასტუმრო სავარაუდოდ 2019 წლის გაზაფხულზე ამუშავდება.

სასტუმრო Park in by Radisson 200-ნომრიანი იქნება და მასში 25 მილიონი ლარი ჩაიდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day