Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარკირების პრობლემები თბილისში - ვიქტორ წილოსანის პასუხები

BM.GE
09.09.22 17:51
301
პარკირება თბილისში პრობლემაა ყველასთვის. თუმცა, ამ პრობლემას განსხვავებული გავლენა აქვს მოქალაქეებსა და ბიზნესებზე. განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ რიტეილ სექტორს და დისტრიბუტორებს. მაღაზიებთან მანქანის გაჩერება და პროდუქციის მიწოდება გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული. ჭავჭავაძე, თამარაშვილი, დიდუბე – ეს ყველაზე რთული ქუჩებია დისტრიბუტორებისთვის, თუმცა არც სხვა ქუჩებზეა მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. ბიზნესის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდილი ჯარიმა კი სულ სხვა მასშტაბის ხარჯად იქცევა. 

რა არის შექმნილი ვითარებიდან სისტემური გამოსავალი? – პასუხი მოქალაქისთვის მარტივზე მარტივია – პარკირების მეტი ადგილი. რა პასუხი აქვს – თბილისის მერიას? 

სტუმარი: ვიქტორ წილოსანი - ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი;