Home
Category
TV Live Menu

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და კომპანია "m² უძრავ ქონებას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58e74436f09c4
BM.GE
07.04.17 11:47
982
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და კომპანია "m² უძრავ ქონებას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m² დააფინანსებს.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m²-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.

ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day