პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.1%-ით გაიზრდება, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი 4.0%-ს უტოლდება.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018-2021 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 5.3%-ს შეადგენს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანალოგიურ მაჩვენებელზე ( 5.9%) ნაკლებია.
„2017 წლისათვის ეკონომიკური ზრდის ზემოაღნიშნული პროგნოზი, რომელიც ემყარება როგორც შიდა ეკონომიკურ აქტივობას, ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებს, 0.3% პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის მიერ 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე. აღნიშნული განსხვავება ძირითადად უკავშირდება შემდეგ ორ ფაქტორს: პირველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაზარდეს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, და მეორე, 2017 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი მცირედით მეტია საბიუჯეტო ოფისის მიერ დეკემბერში მომზადებულ შეფასებაზე. აღნიშნულის ფაქტორების გავლენით 2017 წლის ეკონომიკურ ზრდის ტემპის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებელი დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით“, - განმარტავენ უწყებაში.