პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. აღნიშნული პროგნოზი ემყარება როგორც შიდა ეკონომიკურ აქტივობას, ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებსა და პროგნოზებს. მშპ-ს 3.2%-იანი პროგნოზი 0.3%-ლი პუნქტით ნაკლებია საბიუჯეტო ოფისის მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული პროგნოზის მაჩვენებელს. აღნიშნული შემცირება ძირითადად გამოიწვია შემდეგმა ორმა ფაქტორმა: პირველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეამცირეს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, და მეორე, 2015 წლის IV კვარტალის დაზუსტებული რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი მცირედით ნაკლებია საბიუჯეტო ოფისის შეფასებაზე.
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.