პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა
BM.GE
14.12.16 21:00
• 1134
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. საბიუჯეტო პროექტით, მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი - 3.0%-ის ფარგლებში. მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.