Home
Category
TV Live Menu

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

BM.GE
15.02.18 16:39
1222
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2018 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. როგორც იცით, დაგროვებითი პენსია 40 წლამდე დასაქმებულთათვის სავალდებულო იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, რეფორმაში დაუბეგრავი ხელფასის 2%-ით მიიღებს მონაწილეობას. გარდა კანონპროექტისა, არსებობს რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც, რომელიც ISET-მა მოამზადა, თუმცა მას მთავრობა საიდუმლოდ ტოვებს. სამაგიეროდ ღიაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day