Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

BM.GE
08.02.23 11:39
145
პარლამენტში „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რის მიღებასაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი ავალდებულებს. დღეის მდგომარეობით საქართველოში ელექტრონული კომერციის პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ არსებობს. როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს იქნება კანონი, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაარეგულირებს და ასევე განსაზღვრავს ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობას. კანონის მოთხოვნაა, რომ სუბიექტი, რომელიც მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, უნდა იყოს მარტივად იდენტიფიცირებადი მომსახურების მიმღებისთვის. რა იცვლება ახალი კანონპროექტით, რა ევალება ბიზნესს და რისი უფლება აქვს მომხმარებელს?

სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - "ელექტრონული კომერციის ასოციაციის" ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day