პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაამტკიცა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად მურთაზ კიკორიას, არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის დანიშვნას.
საბჭოს 3 დეკემბრიდან ტოვებს ოთარ ნადარაია და ლაშა ჯუღელი, მათ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
საბჭოში სულ 7 წევრია, მისი თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.