Home
Category
TV Live Menu

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

5853cc7054bc2
BM.GE
16.12.16 15:10
1201
პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პროექტით, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, ხოლო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებით სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. გარდამავალ ნორმად განსაზღვრულია, რომ პარლამენტის მიერ ზემოხსენებული პირების დამატებითი სარგოების განსაზღვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა. კონკრეტული აქტის ამოქმედებამდე კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს დამტკიცების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია და გიორგი კახიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day