პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
BM.GE
10.10.22 17:48
• 160
პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დღეიდან საკომიტეტო ფორმატში მომვალი წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე იმსჯელებებენ. ბიუჯეტი 5%-იან ზრდასა და ასევე 5%-იან დეფლატორზეა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავ, რომ მთავრობა მომავალ წელს დაახლოებით 5% -იან ინფლაციას ვარაუდობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ საბაზისო სცენარისთვის 5% დეფლატორი, რა ნიშნულზეც მოხდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვა რეალისტურია.