Home
Category
TV Live Menu

პარლამენტში ლუდის აქციზზე განხილვები დაიწყო

593814d6e4092
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.17 19:10
1246
პარლამენტმა ლუდის აქციზის განაკვეთის ცვლილების შესახებ განხილვები დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა საქართველოს მთავრობის კანონპროექტს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

კანონპროექტი ითვალისწინებს, ლუდსა და ეთილის სპირტის შემცველ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ცვლილებას. კერძოდ, კანონპროექტით, აქციზის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით, ალკოჰოლის მოცულობით ან სასმელში ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით.

შედეგად, ლუდზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრება მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით, რასაც ლუდის ინდუსტრია დიდი ხანია ითხოვს.

დღეს ალაოს ლუდზე აქციზი ერთ ლიტრზე 0.6 ლარია, ხოლო პროექტის მიხედვით 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის განაკვეთი იქნება 0.12 ლარი ლუდში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის (%vol) ყოველ ერთეულზე. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ სტრუქტურით აქციზის გადასახადის სტრუქტურა შესაბამისობაში მოდის ევროპულ ქვეყნებში არსებული სტანდარტებთან.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში ლუდზე აქციზი ორჯერ გაიზარდა და ლიტრზე 0,4 ლარიდან 0.6 ლარამდე ავიდა. ლუდის ინდუსტრია აცხადებს, რომ ამან სერიოზული ზიანი მიაყენა სექტორს. ბიზნესის შეთავაზება იყო, რომ ლუდზე აქციზი მასში ალკოჰოლის მიხედვით განსაზღვრულიყო. შესაბამისი დაპირება ხელისუფლებამ ლუდის ინდუსტრიას გასულ წელს მისცა, თუმცა, ამ დრომდე ცვლილებები ძალაში შესული არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day