Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პატარიძეების რაჭული" ამერიკაში იყიდება

5a79562e9f1cd
მაია ბიწაძე
06.02.18 11:14
1010
პატარიძეების საოჯახო მარანში დამზადებული ექსკლუზიური ღვინო "პატარიძეების რაჭული" კალიფორნიაში და ნიუ-იორკში იყიდება. მარნის დამფუძნებელმა შორენა პატარიძემ Bm.ge-ს განუცხადა, რომ ღვინის დამზადების ტექნოლოგია ბაბუისგან მემკვიდრეობით მიიღეს, რომელიც მევენახე იყო და ტრადიციულ ნახევრად ტკბილ "ხვანჭკარას" ამზადებდა. თუმცა მემიკვიდრეებმა ძველ ცოდნას ახალი გამოცდილებაც შემატეს და სრულიად ახალი პროდუქტი "პატარიძეების რაჭული" შექმნეს, რომელიც ბიო და ნახევრად მშრალია.

"ჩვენი ვენახი ამბროლაურში, სოფელ აბანოეთში, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიკროზონაში, ჰექტარნახევარზეა გაშენებული, სადაც განსაკუთრებული ხარისხის ყურძენი მოდის. ვენახში ყოველ წელს 7 ტონამდე ყურძენს ვკრეფთ, რომლისგანაც საოჯახო მარანში ღვინოს ვამზადებთ. ჩვენ გავითვალისწინეთ გამოცდილი მეღვინეების რჩევა და ხვანჭკარა დავამზადეთ არა ტრადიციულად ნახევრად ტკბილი, არამედ ნახევრად მშრალი, რისთვისაც ყურძენს მანამდე ვკრეფთ, ვიდრე მასში შაქრიანობა ძალიან გაიზრდება, შესაბამისად მივიღეთ ღვინო, რომელიც ამერიკელი იმპორტიორისთვის ძალიან მოსაწონი და მისაღებია, ჩვენი მოსავლის 50% სწორედ ამ კომპანიას მიაქვს.
პირველად ღვინო 2015 წელს ჩამოვასხით, ეს იყო სატესტო 90 ბოთლი, 2017 წელს კი 2000 ბოთლი დავამზადეთ. როდესაც ამერიკელმა, ცნობილმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ჩვენი ღვინო გასინჯა, გვითხრა რომ ის ნებისმიერ ბაზარზე წარმატებით გაიყიდება, რადგან უმაღლესი სტანდარტისაა... დაინტერესებაა ლონდონის ბაზარზეც, მალე გერმანიშიც ვაპირებთ გამოფენაში მონაწილეობას, ჩვენი პრიორიტეტი ევროპაა, თუმცა გვსურს პროდუქციის ნაწილი საქართველოშიც გაიყიდოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ მისი დაგემოვნების საშუალება",  - განუცხადა Bm.ge-ს შორენა პატარიძემ.

მისივე განმარტებით, მარნის წარმადობა 5000 ბოთლამდე გაიზრდება. ამერიკული კომპანია Blue Danube Wain, ამჟამად პატარიძეების მარანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სურს, რომ წარმოებული ღვინის 70% ამერიკაში გაიტანოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day