ბიზნესის მხრიდან პოლიტიკური პარტიებისთვის თანხების შეწირვაში ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრობლემას ვერ ხედავს.
"პოლიტიკური პატრიის დაფინანსების პროცესი არის აწყობილი შემოწირულობებზე და კანონით არის გათვალისწინებული. ის რაც კანონით არის გათვალისწინებული არის კარგი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სამთავრობო პარტია "ქართულ ოცნებას" 13-მა კომპანიამ შესწირა თანხა. "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის არიან: შპს "ჯი-ემ-პი“ და შპს "მისო ლიდერ კრედიტი" 120 000- 120 000 ლარით, 100 000 - 100 000 ლარით დაეხმარნენ სახელისუფლებო პარტიას შპს "პრაიმი“, შპს. Dar Building და შპს "გეოგრანდ ბეთ“. "ქართულ ოცნებას" 30 000 ლარი შესწირა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამაც", რომლის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობას ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს.