Home
Category
TV Live Menu

პეგასუსი რუსეთს ტოვებს

568bc341044fb
BM.GE
05.01.16 17:19
1295
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი 15 იანვრამდე რუსეთში ოპერირებას წყვეტს. გამოცემა როიტერსის ინფორმაციით, კომპანიის მიერ რუსეთის ბაზრის დატოვების მიზეზი გამკაცრებული სავიზო რეჟიმია, რის გამოც ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ვიზის აღება ვერ შეძლეს.
 
რუსეთის ვიზები აიღეს თურქული ავიაკომპანიის Toutkish Airlines-ის ეკიპაჟის წევრებმა, შესაბამისად კომპანია რუსეთში ფრენების გაუქმებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი 1 იანვარს გამკაცრდა, რაც რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილია.

Subscribe to our news

Get the main news of the day