Home
Category
TV Live Menu

პეკინიზე არსებული ველობილიკი შესაძლოა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდეს

59e0aa517d624
BM.GE
13.10.17 15:56
704
პეკინის ქუჩაზე არსებული ველობილიკი შესაძლოა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდეს. ტრანსპორტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან ერთად ახალი ველობილიკის მარშრუტის შესასწავლად ველომსვლელობა მოაწყო.

პროექტის თანახმად, ველობილიკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მ. „უნივერსიტეტის“, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირების გავლით პეკინის ქუჩას უნდა შეუერთდეს. შემდეგ, ველობილიკი შესაძლოა, მტკვრის სანაპიროზე არსებული ველომარშრუტის მეშვეობით დედა ენის ბაღსაც დაუკავშირდეს.
თბილისის მერიის მიზანია, რომ დედაქალაქში ველოსიპედისტებზე ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული ველობილიკების ქსელი მოკლე ხანებში გაფართოვდეს და ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანი მოიცვას.

პროექტის შესწავლაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი“.

Subscribe to our news

Get the main news of the day