Home
Category
TV Live Menu

Penti და Dagi ქუთაისში სამკერვალო ფაბრიკების გახსნას გეგმავენ

58187a3b34bc0
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.16 16:20
1949
თურქული ბრენდები Penti და Dagi ქუთაისში სამკერვალო ფაბრიკების გახსნას გეგმავენ. ინვესტიციის განხორციელებას კომპანიები მომავალ წელს აპირებენ.

საქართველოში შესაძლო ინვესტიციის ინიციატივით თურქულმა კომპანიებმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციას მიმართეს. როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე აცხადებს, ასოციაციამ კომპანიებს საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე შესთავაზა საწარმოების გახსნა ქუთაისის ტერიტორიაზე. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში კომპანიებს არც კვალიფიციური მუშახელის პრობლემა არ ექნებათ.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის ინფორმაციით, კომპანიებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, დეტალებზე კი სტამბოლში, 16 ნოემბერს გამართულ ბიზნესფორუმზე შეთანხმდებიან.

ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინფორმაციით, ერთი სამკერვალო ფაბრიკა 1000 კაცს, მეორე 2 ათასს ადამიანს დაასაქმებს. მხოლოდ Penti-ს ქუთაისში 70 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე სურს საწარმოს გაკეთება.

Penti და Dagi ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day