Home
Category
TV Live Menu

პეტრო პოროშენკო უკრაინული "მეხუთე არხის" ფაქტიურად ერთადერთი მფლობელია

5705302b5a9e1
BM.GE
06.04.16 19:47
1038
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო "მეხუთე არხის" ფაქტიურად ერთადერთი მფლობელია.
 
Ukranews-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმნტებით ჩანს, რომ მფლობელების სტრუქტურა ორი შპს-სგან შედგება. აქედან ერთ-ერთის აქციონერი პოროშენკოს მფლობელობაშია. ქვეყნის პრეზიდენტი კომპანიის 90%-ს ფლობს, 10%-ს კი "5 არხის" ერთ-ერთი მენეჯერი.

როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული საბუთებით დასტურდება, რომ პოროშენკო ტელეკომპანიას ოფშორში რეგისტრირების გარეშე ფლობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day