Home
Category
TV Live Menu

PEUGEOT 3008 2017 წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა

58bfeacd60159
BM.GE
08.03.17 14:02
882
ჟენევის ავტოსალონზე ტრადიციულად ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი გამოვლინდა. კონკურსზე წლის ევროპული მანქანა (European Car of the Year), რომელსაც ევროპის შვიდი უმსხვილესი ავტომობილების ჟურნალი 1964 წლიდან ატარებს, 2017 წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილად Crossover Peugeot 3008 დასახელდა.
კონკურსის შედეგები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ამერიკული ავტომწარმოებლის General Motors-ისა და ფრანგული კომპანიის PSA შეთანხმების შესახებ დაანონსდა Opel-ისა და Vauxhall-ის შესყიდვასთან დაკავშირებით.

“ეს ჩვენი კომპანიისთვის სიახლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ კოლეგებთან ერთად ახალ ბაზრებზე ვიწყებთ ნადირობას. ასე, რომ ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიახლეა“- აღნიშნა ფრანგული კომპანიის PSA აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ფილიპ იმპარატომ.

აღსანიშნავია, რომ ფინალისტები ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს 22 ქვეყნის საავტომობილო ჟურნალისტი ერთიანდება, 40 პრეტენდენტს შორის შეარჩია. ჩამონათვალში ხუთი ევროპული და ორი იაპონური მოდელი მოხვდა, ესენია: Alfa Romeo Giulia, Citroen C3, Nissan Micra, Mercedes-Benz E-Class, Peugeot 3008, Toyota C-HR, Volvo S90/V90. ჩამოთვლილი შვიდი ფინალისტიდან კი გამარჯვება PEUGEOT 3008-ს ერგო.

Subscribe to our news

Get the main news of the day