Home
Category
TV Live Menu

Peugeot-ის და Citroen-ის მწარმოებელს, General Motors-ის ევროპული ბიზნესის ნაწილის შეძენა სურს

58a32c2215764
BM.GE
14.02.17 20:10
1068
Peugeot-ის და Citroen-ის მწარმოებელ PSA Group-ს, General Motors-ის ევროპული ბიზნესის ნაწილის შეძენა სურს, მათ შორის Vauxhall-ის და Opel-ის. Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ GM Opel -სა და Vauxhall-ის გაყიდვით 1 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, PSA-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა, კომპანიის კაპიტალიზაციამ კი 16,5 მილიონი ევრო შეადგინა.

გარიგების შემთხვევაში, მწარმოებელი ევროპის ბაზარზე მეორე ადგილს დაიკავებს ბაზრის 16%-ით. დღეისთვის ბაზრის წილის მიხედვით პირველ-მეორე ადგილს Renault SA და Volkswagen AG. იკავებენ.

გასულ წელს, ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით Volkswagen Group-ის ავტომობილები გაიყიდა - 3,5 მილიონი. Renault Group-მა 1,496 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოახდინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-თ გაზრდილი მაჩვენებელია. PSA Group-ს კი გასულ წელს მესამე ადგილი ეკავა 1,45 მილიონი ავტომობილით, რაც წინა წელთან შედარებით 0,2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day