Home
Category
TV Live Menu

Philip Morris-ის შემდეგ "თბილისის თამბაქო" საჩივრის შეტანას თამბაქოს სხვა ბრენდების წინააღმდეგაც აპირებს

58ac29d891250
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.17 16:33
1267
თამბაქოს საერთაშორისო ბრენდის Philip Morris-ის შემდეგ "თბილისის თამბაქო" საჩივრის შეტანას სხვა ბრენდების წინააღმდეგაც აპირებს. როგორც თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელი ზვიად მუკბანიანი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ბაზარზე დემპინგური ფასებით სხვა კომპანიებიც ოპერირებენ, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოში საჩივარს შეიტანს.

"პრობლემები სხვა ბრენდებთანაც გვაქვს, თუმცა, ჯერჯერობით სასამართლო დავები არ გვაქვს და ალბათ უახლოეს მომავალში ჩვენს კოლეგებთან ერთად გადავხედავთ ჩვენს პოზიციას და გავაგრძელებთ სამართლებრივ დავებს", - აცხადებს ზვიად მუკბანიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day