Phillip Morris International Inc-ის მოგება პროგნოზირებულზე მატად შემცირდა.
სიგარეტის გლობალური მწარმოებელის მიერ სიგარეტის მიწოდება მსოფლიოში ივნისის მონაცემებით, 4,8%-ით 209.3 მილიარდ ერთეულამდე დაეცა.
ლათინურ ამერიკასა და კანადაში პროდუქციის მიწოდება 5,9%-ით შემცირდა, აზიაში 7,9%-ით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და აფრიკაში კი 4%-ით.
სიგარეტის მიწოდების მოცულობა ევროკავშირში 0,8%-ით შემცირდა. ევროკავშირში კომპანია თავისი შემოსავლების დაახლოებით ერთ მესამედს იღებს.