Home
Category
TV Live Menu

პირადი ბანკირი: შემდეგი მიკროსაფინანსო სექტორი იქნება

583e7d3a15743
BM.GE
30.11.16 11:04
1037
პირადი ბანკირის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, ონლაინ სესხებზე რეგულაციების დაწესების შემდეგ, შემდეგი მიკროსაფინანსო სექტორი იქნება. ამის შესახებ ბერძენაძემ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა.

მისი აზრით, ონლაინ სესხები არის პირველი მიმართულება, სადაც ეროვნულ ბანკს სრული კონტროლის დაწესება სურს, რის შემდეგაც სხვა ფინანსურ ორგანიზაციებსაც შეეხება.

„მე მაქვს ეჭვი, რომ ისინი მოახდენენ სესხის პროცენტის კორექტირებას. შესაბამისად, ეს ცალკე დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს მიკროსაფინანსო სფეროში და სხვა არასაბანკო კომპანიებში“,- განაცხადა ბერძენაძემ.

მისივე თქმით, დიდია შანსი, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ კომპანიებმა, რომლებიც უცხოური ინვესტიციით მოქმედებენ საქართველოში, გაიტანონ ბიზნესი ქვეყნიდან.
პირადი ბანკირი მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების რეგულირება უარყოფით სოციალურ ეფექტს მოიტანს.
„ეს გამოიწვევს უარყოფით სოციალურ ეფექტს. რადგან საქართველოში ბოლო პერიოდში ეს ბაზარი მიუახლოვდა მილიარდს, რაც მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან კატეგორიას წრამოადგენს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც აღარ მოხდება ასეთი ტიპის სესხების გაცემა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ შემდგომ მოთხოვნა ამ სეგმენტზე დააკმაყოფილოს?- ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები? მეორე საკითხი არის ის, რომ ამ ტიპის მსესხებლები ყოველთვის იღებენ სესხს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან“,- განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day