Home
Category
TV Live Menu

პირობები, რომლითაც ჩინურ კომპანიას ფოთის თიზი გადაეცა

59cd02caa4b3b
BM.GE
28.09.17 18:09
660
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 24 589 000 ლარად ჩინურ CEFC-ს გადაეცა.

კომპანიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების მიზნით, არანაკლებ 150 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

არანაკლებ 50 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია 3 წლის განმავლობაში;

ინვესტიციის დარჩენილი ოდენობა 11 წლის განმავლობაში.

ამასთან კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარადგინოს არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 11 წლისა და 10 თვის განმავლობაში.

კომპანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი დადასტურების გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს არანაკლებ 6 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის საქართველოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული გარანტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day