Home
Category
TV Live Menu

პირველ ეტაპზე, დეპოზიტების დაზღვევა შესაძლოა მხოლოდ ლარში მოხდეს

57359fcaf19d3
BM.GE
13.05.16 13:32
1074
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, კანონპროექტზე საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს საექსპერტო წრეებმა. კანონპროექტი შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს გადაეცა.
ასევე, როგორც მელიქიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე შესაძლოა დეპოზიტების დაზღვევა მხოლოდ ლარში მოხდეს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დედოლარიზაციის დაწყება ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. რამდენიმე ხარვეზია საკანონმდებლო პროექტში, ერთ-ერთი არის ის რომ დედოლარიზაციის პროცესს ეს კანონპროექტი არსებული რედაქციით ხელს ვერ შეუწყობს. ამიტომ მიდის მუშაობა, რომ ლარში მოხდეს დეპოზიტების დაზღვევა და თავდაპირველად თავი შევიკავოთ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევისგან.

ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გაზრდის ეს ნდობას ფიზიკური პირებისას, რომლებიც აპირებენ, რომ განათავსონ საკუთარი დეპოზიტი ეროვნულ ვალუტაში", - განაცხადა მელიქიძემ. მისივე თქმით, კითხვებია ფონდის ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებითაც და იმაზე თუ ვინ იქნება მის მმართველთა საბჭოში. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც თუ რა დაუჯდება კერძო სექტორსა და სახელმწიფოს აღნიშნული ფონდის შენახვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day