2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 143,80 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს შეიცავს. წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოზიდულ თანხას დაახლოებით 13 მილიონი ლარით აღემატება. გასულ წელს პირველ კვარტალში მოზიდულმა პრემიამ 130,66 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება წმინდა მოგებას, ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის I კვარტალში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 5,67 მილიონი ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს ერთი მილიონი ლარით აღემატება. 2016 წლის პირველ კვარტალში სექტორის მოგება 4,37 მილიონი ლარი იყო.
გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების აქტივებიც -586,03 მილიონი ლარი და კაპიტალიც 145,03 მილიონი ლარი. გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივები 538,72 მილიონ ლარს შეადგენდა, კაპიტალი კი 114,05 მილიონ ლარს.