Home
Category
TV Live Menu

პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა

593507c8c5603
BM.GE
05.06.17 11:26
887
2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 776,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 89,3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1154.9 ლარი
საშუალო ბიზნესი – 1133.4 ლარი
მცირე ბიზნესი – 827.9 ლარი.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,0% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,1%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,1%- იანი წილით და მშენებლობა - 7,8%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 26,0% - სხვა დარგებზე ნაწილდება.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,6%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (18,4%) და მშენებლობა (16,4%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 10,2%-იანი წილით,ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33,4 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,7% და 10,3% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,4%).

Subscribe to our news

Get the main news of the day