Home
Category
TV Live Menu

პირველ კვარტალში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 49 სამართალდარღვევა გამოავლინა

57850ba158d93
BM.GE
12.07.16 19:20
1096
2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევებზე შედგა 101 სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც დადგენილი წესით განსახილველად გადაეცა სასამართლოს. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა 203 პირი - სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები.

2016 წელს, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შედგენილია 49 სამართალდარღვევის ოქმი, რომელთა საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა სატენდერო კომისიების 190 წევრი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიზით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ყველაზე ხშირად ირღვევა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1595 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა) და 1596 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა) მუხლები.

ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სააგენტომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი დარღვევები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სათანადო მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, დადგენილი წესით გადაეგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს შეუქცევად ბრძოლას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევების გამოსავლენად და მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, განუხრელად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

Subscribe to our news

Get the main news of the day