საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღია - ასეთია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაკვეთით საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია "ნილსენის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. კვლევითმა სააგენტომ ცარიელი კოლოფების კვლევის მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა და ძირითადი მიგნებები უკვე წარუდგინა ასოციაციის წევრ კომპანიებს, ბიზნესომბუდსმენს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ის, რომ ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის შემთხვევები თითქმის ყოველკვირეულად ფიქსირდება, ამას შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაც ადასტურებს. რამდენად დიდია თამბაქოს არალეგალური ბაზარი საქართველოში, რას ამბობს ნილსენის კვლევა და შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა?








