მსოფლიოში 2015 წელს, პალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია შემცირდა. კვლევითი ორგანიზაცია Euromonitor ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის დინამიკას 2001 წლიდან აკვირდება და მას შემდეგ ეს შემცირების პირველი შემთხვევაა.
თუმცა, როგორც CNNMoney-ს ანალიტიკოსები წერენ, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები ბოლოს 1990-იან წლებში შემცირდა.
Euromonitor ინფორმაციით ვარდნამ გასულ წელს 0,7 პროცენტი შეადგინა.
ჩინეთში მოხმარება 3,5%-ით შემცირდა, ბრაზილიაში 2,5%-ით, ხოლო დასავლეთ ევროპაში 4,6%-ით.
როგორც კვლევაშია აღნიშნული ევროპაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებზე გავლენა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმაც იქონია.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ, ტოპ ხუთეული შემდეგნაირია: ჩინეთი, ამერიკა, ბრაზილია, გერმანია, რუსეთი.
გასულ წელს ყველაზე გაყიდვადი ალკოჰოლური სასმელი არაყი იყო.