Home
Category
TV Live Menu

პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში, OPEC-მა ნავთობის მოპოვების ზღვარი შეამცირა - ნავთობის ფასები გაიზარდა

57ecb4e592497
BM.GE
29.09.16 10:26
1113
პირველად ბოლო 8 წლის განმავლობაში Opec-ის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. მინისტრების გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. Opec-ის ქვეყნები შეთანხმდენენ, რომ დღიურად ნავთობის წარმოება 32-დან 33- მილიონ ბარელამდე შემცირდეს.

ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მინისტრების შემდგომი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი. ლონდონში სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 48 დოლარი შეადგინა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობმწარმოებელი კომპანიის Exxon-ის აქციების ფასი 4,4%-ით გაიზრდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day