Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველად საქართველოში – თეთნულდზე Freeride–ის მსოფლიო ტური

BM.GE
10.02.22 16:05
321
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის" კვირეულის ფარგლებში, მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გააძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას და გაზრდის ჩვენს ცნობადობას. ამის თქმის საფუძველს კი, იძლევა ის ფაქტი, რომ შეჯიბრებებში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. ამიტომაც ღონისძიების დასრულების შემდგომ საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი ცნობადობა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე და იმედია, ვიხილავთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ზამთრის კურორტებზე, რომლებიც წელს, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მომზადებული არ თუ ვერ დახვდა სტუმრებს. ანუ ისევ იმავე წრეზე ვტრიალებთ. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ამას ემატება უთოვლობა და მძიმე ეპიდ-ვითარება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ მიმდინარეობს Freeride–ის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები ამ წუთებში და რა პრობლემები გამოიკვეთა საქართველოს მთის კურორტებზე?

სტუმარი: ვანო ვაშაყმაძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზის მიმართულების ხელმძვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day