Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

BM.GE
09.03.21 14:56
426
1 აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საკრებულოს სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა დაამტკიცეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა ცვლილებებს სახვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს, თუმცა, ერთ-ერთია თბილისში მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის ამოქმედება, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შევა. შედეგად, ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება ავტობუსით, (ლურჯი) მიკროავტობუსითა და მეტროთი გადაადგილება. ამ შემთხვევაში ტარიფი საერთო იქნება და მგზავრობა 50 თეთრი ეღირება ნებისმიერი ტრანსპორტის შემთხვევაში, რომელიც ამ ინტეგრირებულ სქემაშია ჩართული. 50-თეთრიანი ტარიფი ყვითელ მიკროავტობუსებზე არ გავრცელდება. გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია "სისტრამ" მოამაზადა.

სტუმარი: შალვა ოგბაიძე - საკრებულოს უმრავლესობის წევრი

Subscribe to our news

Get the main news of the day