Home
Category
TV Live Menu

პირველი ავიაკომპანია, რომელიც whatsApp-ის ბიზნეს პლატფორმას შესთავაზებს მომხმარებელს

59b3cd45c76bb
BM.GE
09.09.17 15:13
850
KLM Royal Dutch Airlines მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს WhatsApp-ის ბიზნეს პლატფორმას შესთავაზებს.

გერმანული ავიაკომპანიის ცნობით, ახალი სერვისი მომხმარებელს 10 ენაზე მოემსახურება და მისი მეშვეობით ჯავშნის გაკეთება, ფრენის სტატუსის განახლება და სხვა სახის შეტყობინებების მიღება იქნება შესაძლებელი.

სერვისი სატესტო რეჟიმში რამდენიმე ქვეყანაში უკვე ამოქმედდა. KLM აღნიშნავს, რომ შეტყობინებები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება და მისი წაკითხვა მხოლოდ მომხმარებლებსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day