ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმროში – "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – "იყიდე ქართული" გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF) და ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).
ორგანიზატორების ინფორმაციით, "იყიდე ქართული" უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო&საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.
ბიზნეს ფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) პროდუქციის ექსპო და 4) B2B შეხვედრები.