Home
Category
TV Live Menu

პირველი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოში სტუდენტებს ნოემბრიდან მიიღებს

57e0ea95cadea
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.16 11:49
1498
პირველი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოში სტუდენტებს ნოემბრიდან მიიღებს. ამ ეტაპზე გუდაურში მდებარე სასწავლებელი ავტორიზაციის პროცედურებს გადის, რის შემდეგაც სკოლაშ სტუდენტების დარეგისტრირება დაიწყება.

როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ სკოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე სკოლას 30-მდე სტუდენტის მიღება შეეძლება. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მოამზადებს საფეხმავლო და სამთო გამყოლებს, სათხილამურო ინსტრუქტორებს, სასიმაღლო სამუშაოების და საზვავე უსაფრთხოების სპეციალისტებს, ასევე განხორციელდება სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და სერტიფიცირება.

„ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა ხევსურეთიდან, რაჭიდან, თუშეთიდან. ჩვენი სტრატეგია ეს იქნება, რომ პირველ რიგში, პრიორიტეტი მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებს მივანიჭოთ“,- აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

მისივე თქმით, პრიორიტეტულია უკვე არსებული სპეციალისტების გადამზადებაც.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწავლის საფასურს სტუდენტი არ იხდის, ის მხოლოდ აღჭურვილობის, მგზავრობისა და კვების ხარჯებს ანაზღაურებს. 

Subscribe to our news

Get the main news of the day