Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პიტ მონდრიანის ნამუშევარი Sotheby’s-ზე / გარემოს დამცველების აქცია პიკასოს ნახატთან

BM.GE
11.10.22 08:32
136
მეოცე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, პიტ მონდრიანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „Composition No. II“ შესაძლოა ნოემბერში, Sotheby’s-ის აუქციონზე $50 მილიონზე ძვირად გაიყიდოს, რაც ფერმწერის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი რეკორდულად მაღალი თანხა იქნება, – ამის შესახებ თავად ბრიტანულ-ამერიკული სააუქციონო სახლი წერს. 

ავსტრალიის მელბურნის ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენილი იყოს პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატი ხოცვა კორეაში, გარემოსდამცველებმა საკუთარი თავი დაიწებეს ნახატის დამცავ შუშაზე რიტაც გამოხატეს პროტესტი კლიმატური ცვლილებების მიმართ არასაკმარისად გატარებული ღონისძიებების გამო - სხვათა`შრის, ცნობილ ნახატებზე და ხელოვნების ნიმუშებზე ასე მიწებება, უკვე ერთგვარ მიმდინარეობადაც იქცა, იმ ფონზე რომ სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები როგორიცაა ჯასთ სტოპ ოილ, ეხზინქშენ რებელიაონ და სხვები, სწორედ ასე იქცევიან რომ მიიქციონ ყურადღება.