Home
Category
TV Live Menu

Pokemon Go-ს ავტორები ახალი თამაშის შექმნას გეგმავენ

57933e7fb9e6c
BM.GE
23.07.16 13:08
1154
Pokemon Go-ს ავტორები ახალი თამაშის შექმნას აპირებენ, რომელიც "Game of Thrones" მოტივებით იქნება გაკეთებული. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ იდეა განიხილება და მის რეალიზებამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - წერს გამოცემა Independent.

"ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თამაშების სერია ჟანრობრივად, რომელიც რეალურ გარემოზე იქნება მორგებული", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. უფასო მობილური აპლიკაცია Pokemon GO ივნისიდან ხელმისაწვდომია აშშ_ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში. აპიკაცია ახლდება რეალურ დროში და გერემოში ადაპტირებით, უერთდება სხვა მოთამაშეებს. ინვესტორები პროგნოზირებენ, რომ Pokemon GO მალე წლიური გაყიდვების რეკორდს მოხსნის 1,5-2 მილიარდ დოლარამდე, რომელიც ამ დრომდე Candy Crush და Clash of Clans ს ეკუთვნის.

Subscribe to our news

Get the main news of the day