“პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დარჩენილი”- AMCHAM-ი აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე;
BM.GE
27.06.23 18:54
• 87
ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება - ეს განცხადება ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. როგორც ბაიდაშვილი ამბობს, საქართველომ უკვე შექმნა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მიიღოს.