პოლონეთმა ეროვნული კრიპტოვალუტის განვითარება დაიწყო. აღნიშნული საქმე ჯგუფს Polish Blockchain Technology Accelerator გადაეცა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სამინისტროს ადმინისტრაციის მეთვალყურების ქვეშ მუშაობს. კრიპტოვალუტის სახელწოდება „ციფრული ზლოტი“ იქნება.
ადგილობრივი გამოცემის Puls Biznesu ცნობით, პროექტის ინიციატორი და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი ვარშავაში ბიზნესისა და კანონმდებლობის მხრივ წამყვანი ლაზარსკის უნივერსიტეტის (Lazarski University) პროფესორი კშიშტოფ პიეხია. ჯგუფმა უკვე dPLN-ის ძირითადი სამუშაო ვერსია შექმნა და ამჟამად კოდის გაფართოებულ ვერსიაზე მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ეტაპი ორი კვირის განმავლობაში დაიწყება.
ექსპერტების აზრით, არასტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია dPLN-ის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ზლოტის გაცვლით კურსს მიებას. როგორც მოსალოდნელია, 100 dPLN- ის ფასი 100 ზლოტს გაუტოლდება. თუმცა, ასეთი სქემის განსახორციელებლად მთავრობის მხარდაჭერაა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის შექმნაზე უკვე მუშაობენ: ვენესუელა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, შვედეთი და სხვა ქვეყნები, რუსეთი კი ამ იდეას ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავს