პოლონეთი რუსეთთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. პოლონეთის "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება 2022 წელს იწურება. Reuters-ის ინფორმაციით, პოლონური კომპანია წელიწადში რუსეთისგან 10,2 მილიარდი კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს. პოლონეთის წლიური მოხმარება კი დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრია.
პოლონეთმა გაზპრომთან ხელშეკრულება 1996 წელს გააფორმა.
პოლონეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად უკვე ააშენა გათხევადებული გაზის ე.წ. LNG-ის ტერმინალი და ასევე გეგმავს ახალი მილსადენის აშენებას. აღნიშნული ტერმინალით პოლონეთში წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტირება იქნება შესაძლებელი.