Porsche მომავალი წლის სეზონური რბოლისთვის ახალ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს. ვარაუდობენ, რომ Porsche 911 RSR პირველად შეიძლება ლეგენდარულ Le Mans-ის ტრასაზეც გამოჩნდეს.
Porsche-ს ახალმა მოდელმა ტესტი სარბოლე მოედანზე წარმატებით გაიარა. ავტომობილის ტესტირების უფლება ქარხნის ყველა თანამშრომელს ჰქონდა.
"ყველა მათგანის წვლილია მის აწყობასა და გამოშვებაში და ვისაც კი სურვილი ჰქონდა იგი გამოეცადა", - განაცხადეს კომპანიაში.
ახალი ავტომობილის სპორტული დებიუტი მომავალი წლის იანვარში შედგება.