საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრნენ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პირველმავიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერეს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უდაოდ საუკუნის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტი შექმნის რეალურ საფუძველს რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მტავარ საზღვაო კარიბჭედ და ერთ-ერთ უმნისშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში.
ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმის. ეს საქართველოს მომავლის პროექტია.
მე მჯერა, რომ ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს რეგიონში. ანაკლიის პორტის აშენება 9 ფაზას მოიცავს და მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა წელიწადში 100 ტონამადე ავიდეს.
საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი ახალ სტანდარტს ქმნის. მის შედგენაში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ის დეტალურად არეგულირებს ყველა პუნქტს, პროექტის უმაღლდეს დონეზე განხორციელებისთვის.
ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის ტრენინგ ცენტრს ადგილობრივებისთვის ვინც შემდგომში დასაქმდება პორტში და იქნება უფასო. ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ანაკლიის პორტის პროექტი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ინვესტორი იღებს ვალდებულება საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს ობიექტები: საბავშო ბაღი, ამბულატორია, ბიზნეს ცენტრი და სპორტული მოედნები, რაც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს.
ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს, ესაა ინვესტიცია რომელიც ემსახურება ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას. ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.