"უნდა აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა, საჩხერეს გავლით“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა და მანვე პირობა დადო, რომ გზის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მშენებლობა კი მომავალ წელს დაიწყება. ასევე პრემიერის თქმით, მიმდინარეობს განხილვა მამისონის უღელტეხილზე გარდამავალი გზის მშენებლობაზე.
"ჩვენ სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გარდამავალი გზის მშენებლობას, რათა რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა.
„ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევისპარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფროგაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა