Home
Category
TV Live Menu

პრემიერი: ჩვენ უნდა წავახალისოთ სპეციალობები, რომლებიც მეტად საჭიროა საქართველოში

57bb2f2573ed7
BM.GE
22.08.16 20:53
1152
ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულისაქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.

პრემიერის განცხადებით, 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა; ასევე, უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას - ხორციელდება უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა მიზანია კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, რათა საქართველოს მოთხოვნილებები ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძირეული ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში, რათა მომავალი თაობა არ მოტყუვდეს და არ დახარჯოს ძვირფასი რესურსები იმაზე, რომ ოთხი წლის განმავლობაში ნაკლებად საჭირო პროფესიებს მიჰყვეს, მაშინ, როდესაც ინჟინრების, ტექნოლოგების ძალიან მწვავე საჭიროება არსებობს და საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების არარსებობის გამო საჭიროა მათი უცხოეთიდან შემოყვანა.

„ჩვენ უნდა წავახალისოთ სპეციალობები, რომლებიც მეტად საჭიროა საქართველოში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. პედაგოგი უნდა იყოს უფრო მეტად დაფასებული. არ შეიძლება, მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავდეს ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში, მათ შორის ყველაზე გაჭირვებულ წლებში ციმციმ გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა. ისინი, იმსახურებენ, რომ მინიმუმ, მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day