ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ საზეიმო არაფერი არ არის", - განაცხადა "გაზპრომის" თემის კომენტირებისას გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არსებულ კონიუნქტურაში იყო შესაძლებელი. მისივე თქმით, კონტრაქტი იმ დოზით გასაჯაროვდება, რისი შესაძლებლობაც არის.
"Gazprom-თან დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არსებულ კონიუნქტურაში და არსებულ პირობებში შეეძლო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ საზეიმო არაფერი არ არის და არ ვიცი, ვინ წარმოაჩინა ეს. კახი კალაძეს ნამდვილად არ წარმოუჩენია ასე და ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები. იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი. არავიზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ. და ჩვენ შევასრულეთ პირნათლათ ყველაფერი. ჩვენ დასამალი მოსახლეობისგან არაფერი გვაქვს და კონტრაქტი გასაჯაროვდება იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია" - ამბობს კვირიკაშვილი.