„საქართველომ სავალდებულო ტექდათვალიერების სისტემა აუცილებლად უნდა აღადგინოს“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სწორედ დექდათვალიერების სისტემის აღდგენას ასახელებს პრემიერი ერთ-ერთ გამოსავლად საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებისთვის.
„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით და ვფიქრობ რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოში ტექნიკური დათვალიერების გაუქმებაზე წლების წინ, და ვფიქრობ რომ იყო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება. იმის მაგივრად, რომ დაგვეხეწა არსებული რეგულაციები და არ ჰქონოდა ის მახინჯი ფორმა, რაც ჰქონდა წარსულში, ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ის. ვთლი, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა შევიმუშავოთ და გამოვრიცხოთ სრულად კორუფცია ამ სისტემაში. რაც მთავარია უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ბავშვთა ასაკში საქართველოში სიმსივნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობას იწვევს.